გამძლეობა

ათასფუთიან ჩაქუჩის ცემით
ვერ გატყდა გმირი,
ბრწყინვალე შუქით და დიადემით
სდგას, ვით ქვითკირი.
ზეცაზე ბრწყინავს ვარსკვლავი შენი,
ძველი დიდება.
ბუნება - დედა, ნუგეშთა  მფენი
მზედ გეკიდება.
გული, ვით მიწა, სურდათ, რომ ეხნათ
მკაცრ სარაზეთი -
მე გამძლეობა მინახავს ქვეყნად...
მაგრამ... ასეთი?