0 660

გვირაბებიდან


გვირაბებიდან, ვით მიმპარავი,
ამოდის შავი მუშების ლანდი,
ცაზე ანთია ვარსკვლავთ კარავი,
მთებში ღრუბელი მიცურავს ზანტი.
სადღაც კივილი ისმის ტურების,
გადაირბინეს დათვებმა მხარე,
მძინარე შავქვას ჭიათურისას
ბეწვივით წვრილი ანათებს მთვარე.
შავ ქვას ეს მხარე!
მივდივარ ისე,
ვერ ვასწრებ სალამს და კალმის მოსმას,
შენზე წუხილით დავღრღნი ამ მიწას,
ჩავაცივდები კბილებით კოსმოსს.
კომენტარები (0)