ევროპის დიპლომატი


რა მშვენიერი
ძაფებით ქარგავს!
ჩქეფს, მიდი-მოდის,
ხავსს არ იკიდებს.
ღამით საბანში
ეშმაკ თავს ჩარგავს
და ჩუმად, ჩუმად,
ჩუმად ხითხითებს:
ხა, ხა, ხა! - წრფელი
ვგონივარ ყველას...
არ მეცინება
და ვიცინი კი,
გამოცდილს, ბებერს
ვერ გრძნობენ მელას,
არ იციან, რომ
მე ვარ ცინიკი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი