0 2352

ერთ დროს


ერთ დროს იყავი შენ ძლიერ კარგი,
აწ დრო სხვაგვარად მიემართება,
ვინ გაგიბზარა მზიური სარკე,
ან სიმღერის დროს რა გემართება?

მაგრამ სიცოცხლეც არ არის მეტი
ძველი ბრძოლების გარე შთენილი,
მარად შენი ხმით ტიროდეს გედი
შენითვე მკვდარი და აღდგენილი.
კომენტარები (0)