ესპანეთი


გუგუნებს ესკადრილია,
გარშემო ღამის ჩრდილია,
ღრმა ძილში წევს სევილია -
მაგრამ ეს მწარე ძილია.

ღამის რაინდი ჩვეული,
შორსაა, ნისლში ხვეული,
მათთვის ახლოა რჩეული:
დგას ფრანკო ცოფ-მორეული.

ეს უცხოელთა გემია -
ნავსადგურს რომ მისცემია.
ის ამბობს: თუ ედემია -
ეს ესპანეთიც ჩემია.

ჰაერს რომ თეთრი ნავია -
უცხოელთ თვითმფრინავია,
მათი განზრახვა შავია,
მათი სტუმრობა მწვავეა.

ესპანურ ტანისამოსით
და ფაშისტური ნამუსით
ირევა, როგორც ქაოსი,
ცხოვრება იმ მიდამოსი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი