0 2078

თავისუფლების გრძნობაში


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

რიონჰესი
საქართველოსთვის არის
უმაღლესი
თავისუფლება.
რიონჰესს შემდეგ
საქართველოსთვის
ვერ იარსებებს
ვერავითარი
დამმონებელი
ძალა-უფლება,
ვერავითარი
ავტორიტეტი
გარდა
ინტერნაციონალისა.
რიონჰესს
მხოლოდ
ამგვარად ძალუძს
უფრო მძლავრად
გაშალოს ფრთები.
მხოლოდ ამგვარად
ძალგვიძს გავიგოთ,
უცხოელი
გენიალური
ახალგაზრდა მუშა.
ის,
თავისუფალი მოგზაური,
მტვერით შემოსილი,
მოვიდა ერთხელ
უცხოდ, უცნობ
რიონჰესში
და მორიდებით
სთხოვა მოქალაქეთ
ნება დაერთოთ მისთვის
მიემატებინა
ერთი აგური
შენობისთვის.
ეს არის
კეთილშობილება
უმაღლესი თავისუფლების
გრძნობაში.
კომენტარები (0)