0 453

თანამედროვე გიგანტიური ხმა უკარნახებს საუკუნეებს!


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

რამდენიმე ათასი მუშა კი
მღერის
ინტერნაციონალს.
ეს გიგანტიური ხმა
უკარნახებს
თავის ნებას
ახალ საქართველოს
მომავალ საუკუნეებს.

მუშებში არის პოეტი,
იგი გარემოს ადარებს
იმ უზარმაზარ
ეგზოტიურ ყვავილს,
რომელიც იფეთქებს
მიწის გულიდან
და გაშლისთანავე
მარადისობაში ფანტავს
თავის სურნელებას.

საჭირო არაა
გამახვილებული ყნოსვა,
რომ მან დაგათროს
და დაგათროს იმდენად,
რომ გადაჭრით სთქვა:
სრულის შეგნებით ვამჯობინებ
ერთი დღის განმავლობაში
ვიყო თანამედროვე
რიონჰესი,
ვინემ მარადისობაში
ის ეკლესია -
არა თანამედროვე.
კომენტარები (0)