0 1503

თბილისის ზეცა მოწამეა


თბილისის ზეცა მოწამეა იმ შეკრთომისა,
იყო ახალი ქროლვის ფერები,
იყო გრიგალი ადრიანი შემოდგომისა
და შემოდგომის ჩალის ღერები.
გადაიჩეხა ქაოსებში მშვიდი ბუნება,
უეცრად შეკრთა ღამე კივილით,
გასწიე! ფიქრებს არაფერი ესალბუნება
დამშვიდობების გულისტკივილით.
კომენტარები (0)