თოვლით და ყინვით


არ ეუბნება იგი სრულიად
ვისმეს: რა არის მისი შვენება,
წარსული მისთვის გაძარცულია,
წარსული მას არ მიეშველება.
პირიქით: იგი კიდევ აპირებს
ფრთა გაუსწოროს ისარს დაცინვით
და მიუღწეველ მწვანე ნაპირებს
შემოსავს ძველი თოვლით და ყინვით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი