0 265

იქაურ გულსაც დახედა დრომა


ციკლიდან „პაციფიზმი“

მიწას გული აქვს
მურივით შავი,
მაგრამ მუდმივი
საწვავით ცხელი,
დაატრიალე შავქვაში მკლავი,
იმ გულთან უნდა მივიდეს ხელი.

აჰ, გული, გული!
რონოდებს მიაქვს
მატარებელი მიჰქრის,
მიჰკივის,
კვამლი ეხვევა ბუჩქებს და ნიავს
და კვამლში სხივის ფერფლები ღვივის.

მიაქვთ შავი ქვა
გემებს შავ ზღვაზე,
გრიგალში, ქარში,
ღამეა კრული,

გემიდან გემზე, სირენას ხმაზე,
ევროპის ნისლში მისცურავს გული.

იქ მრავალია
ჩაგრული, მონა,
იქაურ გულსაც
დახედა დრომა.

გულს გული იცნობს და ღონეს ღონე.
რომ ქვეყნის მეფედ გახადოს შრომა.
კომენტარები (0)