0 298

კარებთან გვიცდის ხელოვნებათ ძლიერი გროვა


ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

მე ვარ პოეტი,
შენ - მხატვარი,
იგი - არტისტი.
ვართ თუ არა ჩვენ
საკმარისად
თანამედროვე?
ვგრძნობთ თუ არა ჩვენ,
რომ ეპოქის
კარებთან გვიცდის
ჯერ ხელუხლებელ
ხელოვნებათ
ძლიერი გროვა.
ის მოგვიწოდებს:
განვიცადოთ,
შევიგრძნოთ,
დროა!
თუ ერიდებით
ამ უფსკრულებს,
თუ ეს მისსია
თქვენ არ გეხებათ,
მაგრამ იგი
თვითონ გეხება.
სხვა ხელოვნებაც
იმდენივე
გრძნობის ღირსია,
ვით ყოველივე,
რაც უფსკრულებში
გადიჩეხება.
კომენტარები (0)