0 1558

კაფეში


იმ დღეს კაფეში ვნახე
მღვრიე თვალები ნაცრის
და გულმოსული სახე
მეტად უძლური კაცის.

ჰგავდა საოცარ რითმებს
პალმა, ვარდები რგული,
რასაც ძლივსძლივად ითმენს
გაცივებული გული.

წუხდა ცრემლები ფანჯრის,
გზებს მოგონებით ვრიყავ:
წინათ სიკვდილით დასჯის
წინააღმდეგი ვიყავ.

ჩამომეხსენი, სევდავ...
ყალბი პოეტის დგანდგარს
უკვე დაღუპულს ვხედავ,
ან - დასაღუპად დამდგარს.
კომენტარები (0)