კიდევ რამდენს იტყვის ჟამთა გაქანება


ციკლიდან „პაციფიზმი“

გრიგალი მოჰქრის
სავსე ზმანებით,
ჯერ ისევ ისე
ჩუმი, მალული,
რომ უეცარი
აღფრთოვანებით
გზა გადიაროს
შემორკალული.
კიდევ რამდენს,
კიდევ რამდენს
იტყვის ჟამთა
გაქანება,
კიდევ რამდენ ეპოქამდე
მიდის ჩვენი ცეცხლის ხანა,
ჩვენი სული ახალგაზრდა,
ჩვენი გადაქაქანება
შესახვედრათ ნაპირს გასცდა
და ბრძოლამდე მიატანა.
ასწი ტექნიკა! აქ პოეზია
უფრო მძლავრია,
ის ბუნებაზე უტკბოესია
და მშვენიერი!
მუსიკა დაზგის და მანქანების
თანამგზავრია,
მუსიკა შრომის და გაქანების
და შენმიერი,
რკინის სიმღერა არის სიმღერა
თუა სიმღერა,
რკინის სიმღერა არის სიმღერა
თუა ცხოვრება.
ასწი ტექნიკა, რაც სიმძიმეა!
გასწიოს გემმაც,
სხვაგვარ პრობლემად აქცევს ქიმია
ომის პრობლემას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი