0 1334

ლექსი, დაწერილი უამინდობაში


რა ამაოდ ძლევას ფიქრობს
რღვევა ელვის სარკეთა.
ვერ დამძალავს, ვერ შემიპყრობს
შიში, სასოწარკვეთა.

რა ამაოდ გზას იახლებს,
რომ წაშალოს საზღვარი.
ვერაფერსაც ვერ დამაკლებს
ღვართქაფი, ნიაღვარი.

ამაოდ ხმას ნიაღვარი
ქუხილად გადააქცევს,
ვერრაგვარი, ვერრაგვარი
გრიგალი ვერ წამაქცევს.

თუ საქვეყნო, არ-ამაო,
ზრუნვა გულს არ შორდება -
მითხარ, ზღვაო, შავო ზღვაო,
რა არ გამოსწორდება!
კომენტარები (0)