მატარებელში (სიახლეთ ნიაღვარი)


სიახლეთ ნიაღვარი
რას ნიშნავს ჩვენს მხარეში -
გეტყვით თუნდაც ამგვარი
უბრალო ანგარიში:
მღელვარე წყალვარდნილის
ლტოლვას სადარებელი,
სწორი გზით გავარდნილი
მიჰქრის მატარებელი.
მიაქვს ქალაქს ხორბლები,
სოფლად - ქარხნის გენია,
უსწრაფესი ბორბლები
მსოფლიოს არ სმენია.
მშენებელთ ხმოვანების
თუ რა სიხალისეა -
ამნაირ გაქანების
ხილვაც საკმარისია!

ნგრევათა ნიაღვარი
რას ჰგავს უცხო მხარეში -
გეტყვის თუნდაც ამგვარი
უბრალო ანგარიში:
ჭინჭრით გადაბარდნილი,
ნანგრევს სადარებელი,
ხრამში გადავარდნილი
გდია მატარებელი.
გულს დაჰყრია ხორბლები,
ბედი არ უწერია;
უმოძრაო ბორბლები
ცისკენ აუშვერია.
საშინელი ზმანების
რა გზა, რა კრიზისია -
ამგვარი „წვრილმანების“
ხილვაც საკმარისია!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი