მაღაროებში


ციკლიდან „ეპოქა“

შევედით ვიწრო გამოქვაბულში,
სადაც მზის შუქი ვერ მოატანდა
მალე მაღალი მემაღაროე
სანთლის კიაფში გადაილანდა.
მომყევით, - გვითხრა, და ჩვენ გავყევით.
ლოდები იდგა სულთამხუთავი,
აგერ მუშები და წერაქვები,
მრავალ სინათლედ ალი მბჟუტავი.
მქუხარედ, როგორც რევოლუცია,
გადმოდიოდა ქვები ლოდებად,
რომელთ ქვეშ მალე დაიმარხება
კაპიტალიზმის გაბოროტება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი