0 2199

მზის ამოსვლა


მთით ამოდის მნათობი
ლალით. მარგალიტებით.
ათასფერად ნადნობი
და შემკული დიდებით.
ლაღი, სახე-სანდობი,
მთაზე სხივ-დანანდობი
ამოგორდა მნათობი
მზიურ გულდამშვიდებით.
ამოვიდა მნათობი
მზე დიადზე დიადი,
იყო ტბათ გადამტოპი
ელვარება ფრიადი.
ქვევით ჰქუხდა შავი ზღვა,
ჰქროდენ შორნი სიონი.
შორით კავკასიონი
იდგა მძლე და ზვიადი.
ყოფნის მთელი დროებით
წლებით და საათობით
დიდის უდაბნოებით,
ვრცელი უმარადობით
ჩემი დღე და სოფელი,
მკაცრი, უარმყოფელი
ამ მხნე, ამ მახლობელი
გაჩირაღდნდა მნათობით!
კომენტარები (0)