0 933

მოდის


გამოვიდა ომიდან
მკაცრი ცხრაას თვრამეტი,
პოეტების ტომიდან
არ დარჩა მესამედი.

ვინაც შიმშილს, ზამთარის
ძნელ სიცივეს გადარჩა,
ნახევარი რა არის -
ნახევარიც არ დარჩა.

რა ხანა გაიარეს,
ცივი და უნდობარი,
მათი, დაღუპულების,
ვინ სთქვა შესანდობარი?

მშვიდი, კათოლიკური
სადღაც გაჰქრა მესია,
მათი მყუდრო სავანე
ეხლა პერ-ლაშეზია.

მაგრამ მოდის მეორე
ურჩი, მძლავრი თაობა
და ახალი ცხოვრების
მოაქვს მიმოძრაობა.

ძალა მოექანება
გულისა და გონების,
არა ერთეულების -
ბევრის, მილიონების.
კომენტარები (0)