მოელვარე გზით


ციკლიდან „ეპოქა“

ჩვენ არ გვაკრთობდა შური და მტრობა,
წყურვილთა შვება არ გვიცხრებოდა,
ყველა წაშალა ბრძოლის სურვილმა
და სიხარული მხოლოდ რჩებოდა.
არ გვაშინებდა წვიმა და ქარი
ჩამობნელებულ ეკლიან გზაზე,
არც ქარიშხალი, არც ნიაღვარი,
არც ბოროტება დედამიწაზე;
არც წამთა რბენა სხვადასხვაგვარი,
მრავალფერობა, გიჟი ოცნება,
არც გარდასული ყრმობის სიზმარი,
არც მოგონებათ აზღვაოსნება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი