0 537

მუსიკალური ფანტაზმა


სულო უმზეო, მაგრამ მზიანო
ყოველთვის, როცა ჰბერავდა ქარი,
მესმოდა ნისლის ფორტეპიანო,
ზარი, გუგუნი და ისევ ზარი.

ვერ ივიწყებდა მაშინ ვერც ერთი
საქართველოში ჰანგთა ხანდაზმას,
და თვითეული მისი კონცერტი
ეფემერისას გავდა ფანტაზმას.

სადღაც ქვითინი იყო ქალური
და სონეტების ნაზი ფერები,
სტიროდა მისი მუსიკალური
და გადარევის ეფემერები.
კომენტარები (0)