0 531

მხარ მხარს, მხარი მხარს!


მხარი მხარს, მხარი მხარს!
კოლექტივო, მხარი მხარს!
აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა, მივცეთ მხარი მხარს!

წავიდეთ, მოვედოთ
თავისუფალ მთა და ბარს.
მივიდეთ, მივუდგეთ
გაერთიანებულ ჯარს.

არიქა, არიქა,
ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს.
არიქა, ბობოლა
ძველ ღობეებს უვლის გარს.

აბა, ჰე, ქალაქო,
ველით მანქანების ღვარს.
მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლექტივო, მხარი მხარს!

წავიდეთ, მივხედოთ
ცეცხლმოდებულ მთა და ბარს! -
დროშებით მივუდგეთ
გაერთიანებულ ღარს.

ვინ ნახავს რამე დარს,
ახალ საქართველოს დარს,
მეხი მეხს, ქარი ქარს!
ჩვენ კი მივცეთ მხარი მხარს!
კომენტარები (0)