ნავთის კოშკები
ვარდებისა და ქალის მაგიერ - ლექსში პირველად გაისმის: ნავთი! იგი დღეს უფრო ამხანაგია, შხეფით მოსული ზღვების ნიავით. ჩვენში ბევრია და სიიეფეს მისას განიცდის ყველა მყიდველი, თვით გერალდიურს წააქცევს მეფეს ეს შადრევანი, შიშველ-ტიტველი, ჰერმეტიული, როგორც სილაჟი, კოშკებში მიდის ბოლი ლოსელი, მასთან ვენერა დარჩა სილაში, რთავს ამ მილოსელს სხვა სამოსელი. ბევრი რამ მიაქვს დროთა მდინარეს, დრო - მორევია განუზომელი, მაგრამ აქ ზრუნვა ამ ინჟენერის უკვდავი არის, ვინემ გომერი. ნავთი ნავთია - მარიობისთვის, სიცხით დამწვარი, უდაბნო ეკლის, მაგრამ მებრძოლი მომავალ დღისთვის სიცოცხლეშივე ღირსია ძეგლის. რა საოცარი რამაა დილით ფანტასტიური კოშკები ნავთის, მე არ მგონია, რომ ცვარა ლილით, რაიმე ქვეყნად ასე ბრწყინავდეს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი