ნავით - უკვდავებისაკენ


მეტყვიან უცხო სიტყვას რომელნი?
მე ამ ლექსსა ვსწერ ახალი მელნით -
უკვდავებისკენ ნავით მივქრივარ
ისე, ვით წინათ მივქროდი მერნით.
არ დასცხრნენ ჩანგის მიმოჟღერანი,
აწ დაქანცულა ჩემი მერანი,
პარნასისაკენ წავა ტავერნით!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი