0 229

ოპერის თეატრთან


იყო გრიგალი, იყვენ ნგრევანი,
მაინც გადარჩა ჩრდილი ამხელა,
იქ აღარ რეკავს ის შადრევანი,
იმ იდუმალთა მხარეთ გამხელა.

გარინდდა დღეთა გადარხევანი
ოცნებათ, რამაც ასე დამღალა,
ღამით მაღლა დგას ვით ტახტრევანი,
ბედმა რომ ტფილისს გადმოახალა.

წავლიან დრონი - მაგრამ ნობათად
დადაღულ გულებს, ღამის ნიავებს
ალერსად აღარ მიუღიავებს.

სადღაა მხარე იმა გრძნობათა?
იქ ერთად-ერთი, გრძნობა შიშველი
აღარ გაჰკივის სარაჯიშვილი!..
კომენტარები (0)