ოქტავები
არის არტისტის გულში კრიზისი ან განახლების, ანუ დაცემის, როს ორმოცდაათს გადასცდა მისი წლები ზიზღისა და აღტაცების. დიდი ხანია გახდა პარიზი თავშესაფარი დაღლილ კაცების, მათი, ვისთვისაც რეკავს საათი: ორმოცდაათი, ორმოცდაათი! ამოიწურა ის ფანტაზია, მასთან ყოველი და ყველაფერი, გარემო თითქო ისევ ნაზია, მაგრამ სიკვდილით არის ნაფერი. ცხოვრება ისევ ქვეყანაზეა - არ არის ნიჭი ცით მონაბერი, არც კარიერა ახალი რასის - ჰკლავს სევდა, როგორც ოდესმე რასინს. და იმ დროს, როცა წამოვა დარდი, იარაღს სინჯავს ჯარის თითები - იყო შუბერტი, იყო მოცარტი, ამნაირ ღელვას ანარიდები. გულში კვლავ ჰყვავის ია და ვარდი, მე კი ქარიშხალს არ ვერიდები... არა, ძვირფასო, ბედს არ ვემდური, ქვეყნად არც ისე ვარ უბედური.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი