0 239

რა დამშვიდებით გადავცქერი მსოფლიო ღელვებს


რა  დამშვიდებით გადავცქერი  მსოფლიო ღელვებს,
ვიცი:  ახლოა ის,  ვისაც ველი.
მას  სამოსელი  ბრწყინვალების და  გამარჯვების
მოაქვს  მებრძოლი პოეტისათვის.
დასცხრით,  ტალღებო, მზე  ამოდის  აღმოსავლეთით,
მზე  მოდის არა ერთი და ორი...
დამშვიდდით,   როგორც მე ვარ  მშვიდი ამ  მოლოდინში.
კომენტარები (0)