საკაცე, ჩანთა, აირწინაღი
აგერ სწრაფმა სანიტ-რაზმმა მიაშურა სანგრებს წინა. მოქნილია, როგორც თასმა და მაგარი, როგორც რკინა. ფიცითაა მინაღები საჭურველი ხელოვანთა, ბანდი, აირწინაღები, საკაცე და აბგა-ჩანთა. ჭრილობების არის ხვევა, გულმედგარი ებრძვის აირს - როს ტყვიების არის რყევა - და ქუხილი არყევს ჰაერს! და ტრიალებს გაქანებით მათი მძლავრი და მრავალი თვითმფრინავი, მანქანები, გემები თუ ორთქლმავალი. რა დიდია მათი გრძნობა, რა გულმტკიცე, რა მდიდარი, სიცოცხლეთა გამოხმობა, გამარჯვების საწინდარი.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი