0 149

სანაპირო რაზმი


რაზმი მედგარი, რაზმი ნაკრები
საზღვარს ვდარაჯობთ და ვიცავთ ჩვენა,
ვართ მოძრავები და გულმაგრები,
ვერ შეგვაშინებს ტყვიების სტვენა.

დღითა, გინდ ღამით დაგვესხას მტერი,
ჩვენი პასუხი მზადაა მტრისთვის.
გულზე ნიშანი გვაქვს ბრძოლისფერი,
ვიცით, სად ვიბრძვით, ვისთვის და რისთვის!
კომენტარები (0)