0 628

ტყეში


ზეფირს ფოთლებით
კალთა ევსება,
ზამბახს ოცნებით
ეალერსება: -
„გამომყე, წამო!“
ხარობს მიდამო.
ზეფირს ქნარი აქვს,
დაუგდე ყური,
დაგწვავს, მოგხიბლავს
ჰანგი ველური,
დაგძლევს ექსტაზი...
ციური, ნაზი.
ეოლ, მთა-ბარი
ნუ შეაწუხე...
ტყეს ტალღა ჩქარი
დაჰკარ, დაჰქუხე!
ზვირთი დასძარი -
ჰა, ჩემი ქნარი!
კომენტარები (0)