0 570

უბინაო ბავშვები


დღეები თოვლით გადიბაღება
და როგორც თავზე ხელის აღება,
ფანტასტიურმა მოჯარა გემმა
ბავშვების გროვა, მთელი ბოძემა.
ო, განწირულო და დაღუპულო,
ო, უბინაო, უგზო, უფულო,
არც სამოსელი, არც ხელთათმანი,
ფეხსაცმელებში მთელი ბათმანი
თოვლი და წვიმა. ღრმა გულისცემა...
როგორც წვიმაში ნაზი სუმბული,
იგი დგას ცრემლში ამოწუმპული,
ძაღლებიც მათ ბედს არ შენატრიან,
მაგრამ გაისმის დილაადრიან
მათი თამაში, ხმაური, ცემა.
იერიშებზე მიდის ბოგემა.
კომენტარები (0)