ფრაგმენტი


ციკლიდან „ეპოქა“

გაწოლილა მხარე ლეკის
და შრიალი ისმის ყანის,
აქეთ შუბლი ყაზიბეგის,
იქით მთები დაღესტანის.
მიყვარს, როცა ხმას იძლევა
მოგრიალე ხევის წყალი,
გველივით რომ შეუჭრია
მოღუშული დარიალი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი