0 1613

ყორანი


ყოველთვის მგონია: გადიფრენს ყორანი
და სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში;
თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი,
წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი).

ყოველთვის მგონია: ჩემს სახელს ნაცნობი
აჩრდილი თან დასდევს სისხლიან ხელებით,
უცნობებს ეძახის ფარული ხველებით -
და მე კი თვალს მიხვევს ალერსით და ძმობით.

ყოველთვის მგონია, რომ სცივათ ნაპრალებს
და როცა ბნელ ღამით ბინაში ვბრუნდებით -
ის მიცდის კარებთან მათხოვარ-ქურდებით:
ტირილით წარსულში ვიღაცას მაბრალებს!
კომენტარები (0)