0 676

ყორანის ცრემლები


ყორანს ცრემლით უმძიმს უპე -
როგორც შავი ყვავილი;
- დავიღუპე, დავიღუპე, -
ისმის მისი ჩხავილი.
ნისლი, წვიმა, თრთიან გარედ
უბინაო ბავშვები.
მეცოდება ვიღაც მწარედ,
ვიღაც ხელ-განაშვები.
კომენტარები (0)