შავი სვეტები
მოაქვს დეპეშებს შავი სვეტებით შემოხაზული მისი სახელი, ორკესტრი ტირის თავგამეტებით მისი რიტმებით თვალ-ანახელი, ასკეტი, ბრძენი, პოეტი, მუშა განათებული, სიცივის ბრწყინვით როგორც იელვებს ხანდახან შუშა აფეთქებული ცეცხლით და ყინვით ჩასვენებული სპეტაკ მინაში, არასდროს სახე მისი არ კვნესის, მისი სამარე დროთა წინაშე, განახლებული კუბო რამზესის.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი