შენ ერთი მაინც..


საქართველოში შენ ერთი მაინც
არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები,
შეგებრალება თვითონ კაენიც -
თუ კი პოეტის ჰქვია სახელი.

ოჰ, ჩემი სული ბევრს დაიმონებს,
მეგობრები კი არ მეყვარება -
სხვაგვარ თიბათვის დღეებს იგონებს
ჩამავალ მზეთა მგლოვიარება.

გიგზავნი ამ წიგნს... როგორც ოდესმე
მომქონდა შენთან წიგნი პირველი,
შენმა ღიმილმა უბოროტესმა
დაინდოს წიგნი და შემწირველი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი