შენ ზღვის პირად (ზღვას საღამო ედებოდა)


ზღვას საღამო ედებოდა მუქი,
შენ ზღვის პირად სჩანდი, როგორც შუქი.
მე პირველი მახსოვს შენი ნახვა:
გაოცება! მშვენიერი ზრახვა.
როგორც შორი ხომალდების ცქერა,
ვით პირველი გრძნობით გულის ძგერა,
ირხეოდა გამჭვირვალე რული
და მტკიოდა... და მტკიოდა გული.
იმ ხომალდებს სამუდამოდ გაჰყვა
გაოცება, მშვენიერი ზრახვა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი