0 172

შუადღის გულმოდგინება


გულმოდგინებას შუადღე იჩენს,
იფენს რა ენებს, ვით წითელ ინას.
იწყებს ათასი ჭრიჭინა ჭრიჭინს
და ჰფხაჭნის ჰაერს, გაბზარულ მინას.
განუწყვეტელი მათი კვარტეტი
შუადღეს ათრობს მაისის ღვინით.
ცის ულმობელი მშრალი ვარდეთი
გადაფარულა თეთრი პინგვინით
და დასავლეთით ანთებულ ფერადს
მალე საღამო აავსებს ლილით,
ჩემი სალამი ახალ ქიმერას,
თვალებამღვრეულს დასიცხულ ძილით.
კომენტარები (0)