ჩვენ ვხვდებით ისევ
ჩვენ ვხვდებით ისევ - უცნობი მხრიდან, შენ, მეგობარო, მომეცი ხელი; ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან, ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი. დგეხარ და უცდი, ვიცი, ვის ელი, ახ, მეგობარო... ლოდინი ლოდის. ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი. და ჰა, მესამეც... შეხედე, მოდის.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი