0 162

ჩვენი ჟურნალი


ჩვენი ჟურნალი... ეს იყო ხანა,
ძველი ლექსების მწველი სურნელი,
სულს როგორც ვნება და როგორც ნანა,
ისევე ცეცხლის წყუროდა დანა.
დაუნდობელი და მოშურნალი.
ვისი გულისაც იყო მკურნალი,
იგი რიდეებს გადაჰყვა თანა,
მაგრამ იმედის არ იყო განა
ჩვენი ჟურნალი?
მოვიდა წარსულ ოცნებისთანა
დიონისობა და სატურნალი,
ეს იყო ტმინა, მაიორინა -
ჩვენი ჟურნალი.
კომენტარები (0)