0 569

ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში


ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში,
გრგვინვა-ქუხილში, კვნესა-წუხილში,
ფრთხილად მოისმის ბულბულის სტვენა,
ნაზად, ნარნარად, ისე, ვით ძილში.
ხანდახან მტვრიან ქალაქის ქუჩებს,
სადაც ქვითინებს და კვნესის ყველა,
როგორც ჩვენება გასაკვირველი,
ფრთხილად აჰყვება თეთრი პეპელა.
ასე, ნუგეშო, ჩემს მშფოთვარ ყოფნას
შენ მოუვლინე სხივი პირველი,
როგორც სიმღერა მოულოდნელი,
როგორც პეპელა გასაკვირველი.
კომენტარები (0)