0 397

ხომალდი კაპზე


ის ერთს გულითადს მიჰყვება სურვილს,
და ის სურვილი ჯერ არ ასრულდა,
რომ მსოფლიო ცას წითლად მობურვილს,
ცეცხლის ისრები სწვდეს დასასრულთა..

გაიბნა კვალი, ნისლივით გაჰქრა
ის ძველი სახლი, ის პაპის პაპა..
ის შფოთიანი, ვით ძველი გაყრა,
უამური დღე - დარდი და ჯაფა.

იმ ერთადერთი ძლიერ სურვილის
მისის არ გვინდა ეხლა გაგება,
იყო ზამთრების საშინელება
და ზაფხულების პაპანაქება.

მაინც მივაღწევთ გულითად სურვილს,
როცა ხომალდი კაპზე აბია.
თუმც ნაოჭები მოედო მის შუბლს,
ვით საფლავის ქვას ეპიტაფია..

გულში მძლავრია სიფიცხე ცეცხლის,
რომელიც ელავს უდიდეს მიზნით..
ჩვენი ხუთწლედით, კიდევ ხუთწლედით,
ინტერნაციონალით, სოციალიზმით.
კომენტარები (0)