ხსოვნას


მოუწოდეს იმას ძველად,
ზარები რომ  დარეკოს,
რომ  სიმღერა მთა და ველად
გვირგვინივით  გადაარეკოს.
იგი დაფნის იყო ღირსი,
დიდი  ცეცხლით იწვოდა,
მაგრამ ყოფნა მაინც მისი
გაჰქრა  უმაისოდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი