გადმოწერა: PDF

ასი ათასჯერ მახსენდები ერთ დღე-ღამეში ..

ასი ათასჯერ მახსენდები ერთ დღე-ღამეში
ვერ გავექეცი ფიქრებიდან შენთან ხეტიალს
ნოსტალგიური ტყვეობიდან იქნებ გაგეშვი
ნარიყალაზე ციხეში რომ ჩაგიკეტია
ასე ფიქრებში გათეთრებდი ლურჯი ოცნებით
ჩაიძინებდა ფსალმუნებში ჩემი კელია
იხოცებიან საზღვრებსგარეთ გურჯი მგოსნები
და მათ ჯინაზე დღეს წუთები გაუწელია
ასი ათასი წამებულის ცრემლი მედინა
მერეეეეეეეეეეე
ცრემლებში მტკვარზე ტივად დავიარები
ჩემი მეტეხი ვერ ატირა ჯალალედინმა
მე კი ვტირივარ უშენობით ნაიარები
ასი ათასჯერ მახსენდები ერთ დღე ღამეში
ვააახხხხ
რომ იცოდე როგორ მინდა მოვრჩე ხეტიალს
ან ჩამიხუტე ან საერთოდ ფიქრშიც გამეშვი
თორეეეეეემ
თლუღელიი
მონატრებებს დაუხვრეტია
ცოდოა ბიჭი

წყარო: litklubi.ge