გენრი დოლიძე - პოეტი

გენრი დოლიძე - ფოტო

დაიბადა 1988 წლის 22 ნოემბერს ქუთაისში.

ლექსებს წერს 10 წლის ასაკიდან. პირველი კრებული “მთვრალი დაისი” გამოსცა 2007 წელს.

არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი. 2011 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული “მეცხრე ტალღა”.
2010 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

2010 წლის დეკემბერში აიღო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის I პრემია.

დაჯილდოვებულია იერუსალიმის პატრიარქის მედლით.

2010-2011 წლებში მიჰყავდა საავტორო გადაცემა “პოეზიის დილა” რადიო “საქართველოს ხმაზე”. 
იყო გამომცემლობა “მერანის” გენერალური დირექტორი.

აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი. მისი ლექსები თარგმნილია ოთხ ენაზე.

წყარო: litklubi.ge