0 1883

არის აქ ვინმე?


დამაქვს თვალებით საკაცობრიო სევდა...
სისხლში გახსნილი მთელი მსოფლიოს იარა
ბედჩამქრალ სულში ციცინათელებს ვსდევ და
მტკივა ცრემლებიც, მარტო თვალები კი არა...
მტკივა განცდებიც, დაღლილი ლექსის სამხარი.
(არ გადმოვარდე, მზეო, რა მაღლა ასულხარ?!)
_ არის აქ ვინმე? _მე ვეკითხები სამყაროს
და, როგორც წესი, არ მაქვს კითხვაზე პასუხი..

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)