0 1340

გალათეა


გამოგაქანდაკე, როგორც გალათეა
ჩემთვის გაგაცოცხლა ცამ,
გარეთ არ გახვიდე, გარეთ ღალატია,
სულში ჩაიკეტე თამ!
სევდა ფიქრზე მახვევს ეჭვის მავთულხლართებს,
მასმენს ქარიშხლების ხმებს,
ეჭვი მეპარება, ვინმეს ბრმად უყვარდე,
როგორც შემიყვარდი მე.
გარეთ მოყინული ყრია იმედები
მზიან ამინდებზე თან,
ისე გაკლდები და ისე მემატები,
ჯამი არ იცვლება თამ.
ვდგავარ სამსხვერპლოსთან, ვგავარ პიგმალიონს,
ველი გზა მიჩვენოს გზამ,
ხელში რომ გიჭირავს ჩემი იღბალია,
ფრთები არ მოტეხო თამ.
ლექსებს იმედს ვაცმევ, ცრემლში ტანდაბანილს,
სტროფებს ზეპურსა და ზეპირს,
რა ვქნა? შენზე გადის ჩემი "ჯანდაბანიც",
ჩემი "იმის იქით გზებიც".

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)