ციკანი (ნიცას ლექსი)


ბებოს  ყავდა ერთი თხა,
თხას პატარა ციკანი.
ციკნისთვის რომ  გეკითხა,
სულ არ  იყო ციგანი.

გაპარულა ეგ ცელქი
და  ვერსად რომ ვერ ვნახეთ ,
ეჰ,სად აღარ ვეძებდით,
თურმე ბაბუს ვენახით

ერთობოდა სულელი,
მერე იცით რა მოხდა?
ვაზის გადასარჩენად
ჩვენი მურა გამოხტა.

კუდით ქვა ასროლინა,
იმ თავნება ონავარს.
ახლა მურას წყალობით
ყურძნის მთელი გროვა გვაქვს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი