გლეხის გული. ფხალი მინდვრის ..


(შავლეგო აბესაძეს)

გლეხის გული.ფხალი მინდვრის,
ყველი- დერგის,ღვინო- დოქის,
მირჩევნია სუფრას მდიდრის.
დახატული ჩემი სოფლის
ერთი თოვლიანი ფოტო
საგზლად ბარე ექვს თვეს მყოფნის.
თუმცა თბილისშიაც ვლოთობ,
მაგრამ ფუძის განაყოფის
მოკითხული თაფლის არყით
ეშხში შესულს
აღარ მყოფნის
არც სასმელი,
აღარც ლექსი,
აღარც თოვლი გუშინდელი.
შავლეგ,გინდა ადექ ფეხზე,
მე არაფერს ვუშინდები..
რას უყურებ,შენ ჩემ სახეს,
არყით ნაგვემ- აჭრელებულს.
ასე მაღლა ავყვეთ სახლებს,
მოვიკითხოთ რაჭველები.
ჰაჰა, მეტრი იყოს თოვლი
იაგორას ნაყანებთან.
..............................................
მივდიოდით გზაზე ორნი
და გზად ძუსა ყაყანებდა.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი