როცა აქ არ ხარ


უშენოდ მცივა, როცა აქ არ ხარ,
როცა ქარები ენებს აშლიან.
მე მარტოობის ვინახავ მარხვას,
და ვგრძნობ,რომ საქმე რაღაცაშია.

ყველა წავიდა და დავრჩი ოდენ
გარემოცვაში მუნჯი კედლების.
ძველი საათი რაღაცას გოდებს,
კუთხეში დუმან ლურჯი კედები.

იანვარია.ორი.ბედობა,
გავიხედები,ქუჩა წყნარია.
მომწყინდა ხალხთან ურთიერთობა,
და არაფერი არ მიხარია.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი