მე და ბობი (ნიცას ლექსი)


ხან მე ვტირი, ხან ლეკვი ყეფს,
გავაგიჟეთ მამა.
ცალკე კუთხე გამოგვიყვეს,
არ გვაცლიან თამაშს.

ჩემ გადაღლილ მამიკოსთან
ოთახს ვეღარ ვიყოფ.
თავად როგორ ერთობოდა
პატარა რომ იყო?

მურიკელას ქვია ბობი,
მე ვინა ვარ?
-ნიცაა.

ვხარობთ დიდი მეგობრობით
და ერთმანეთს ვიცავთ.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი